მკვლელობა საგარეჯოში

სასამართლომ 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს.

საგარეჯოში 14 წლის გოგო "ქმარმა" 6 ოქტომბერს მოკლა. 27 წლის ალიმ ასლანოვი ამ დრომდე მიმალვაშია.

კომენტარები