მკვლელობა საგარეჯოში

14 წლის გოგოს დედა: მინდოდა მისვლა, მაგრამ ბიჭმა მითხრა, თუ ჩამოხვალ, მოგკლავო

ჩემი შვილი მოიტაცეს, ეს არ მომხდარა ოჯახის თანხმობით. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ასე მითხრა ბიჭმა, აქ თუ ჩამოხვალ, მოგკლავო. ახლა კი ხედავთ, რა უბედურებაც მოხდა. ჩემი შვილი მოკლა იმიტომ, რომ მისგან წამოსვლა უნდოდა. ჩემი გოგო მინდორში წავიდა საქონლის მოსაყვანად, ეს ბიჭი კი იქ იყო დამალული. გოგომ გაქცევა სცადა, მაგრამ დაიჭირა და წიხლები ურტყა. მერე ხეზე მიაბა და ისე სცემა. ნაცემი სახლში მიიყვანა. გოგო ეუბნებოდა, არ მიყვარხარ, 14 წლის ვარ, თავი დამანებე, თორემ 112-ში დავრეკავო, ბიჭმა კი ამოიღო იარაღი და მოკლა. ვითხოვ, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

ამბობს მოკლული გოგოს დედა. საგარეჯოში 14 წლის გოგო “ქმარმა” მოკლა. მთავარი არხის თარგმანი. 

კომენტარები