მკვლელობა საგარეჯოში

გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა

metro.us

გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში რამდენიმე საათის წინ კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა.

როგორც მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, კაცი ადგილზე დაიღუპა, ქალს კი კლინიკაში ოპერაცია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას, ჩადენილს ორი ან მეტი პირის მიმართ.

კომენტარები