დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ამ დროისთვის ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან – საგარეო

Nati Shohat/Flash90

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ამ დროისთვის ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

"საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თუმცა, ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან". - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

ბოლო მონაცემებით, ისრაელში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 22 ადამიანი, ხოლო დაშავდა 540-ზე მეტი მოქალაქე. 

7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. მათ ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და საჰაერო იერიშები მიიტანეს.

ტერორისტები ირწმუნებიან, რომ 5 000 რაკეტა ისროლეს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა, პარალელურად კი, ოპერაცია "რკინის ხმლები" დაწყება გამოაცხადა.

ისრაელის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შაარ ჰანეგევის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი ოფირ ლიბშტეინი დღეს დილით ჰამასთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

კომენტარები