21 წლის ასაკში პროექტ The Voice Georgia-ს კონკურსანტი ანი ნოზაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მედია Marneuli TV ავრცელებს.
2022 წლის The Voice-ის მონაწილე მარნეულის კულტურის ცენტრში რეპეტიციის მსვლელობისას ცუდად გახდა. მოგვიანებით საავადმყოფოში გადაყვანილ ნოზაძეს იშემიური ინსულტი დაუდგინდა.
ნოზაძე რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში მკურნალობდა, მოგვიანებით კი მკურნალობა საზღვარგარეთ გააგრძელა.