2023 წელს გარდაცვლილები

BROOKLYN NINE-NINE-ის ვარსკვლავი ანდრე ბრაუერი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

ანდრე ბრაუერი
EW

61 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი ანდრე ბრაუერი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე არ სახელდება.

ბრაუერმა პირველი 1989 წელს ფილმ Glory-ში შეასრულა. პარალელურად თამაშობდა ნიუ-იორკის თეატრალურ სცენაზე. ცნობადობა მოუტანა სერიალ Homicide: Life on the Street-ში შესრულებულმა როლმა. 2013-2021 წლებში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა პოპულარულ სიტკომში Brooklyn Nine-Nine. მონაწილეობა მიღებული აქვს ფილმებსა და სერიალებში: Primal Fear, Duets, Poseidon, The Mist, House, BoJack Horseman, Thief.

კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს 2 ემის ჯილდო და ოქროს გლობუსის 2 ნომინაცია. 

კომენტარები