2023 წელს გარდაცვლილები

ავსტრიელი ინჟინერი, იარაღის კომპანია GLOCK-ის დამფუძნებელი გასტონ გლოკი გარდაიცვალა

გასტონ გლოკი
BBC

ავსტრიელი ინჟინერი, ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი მსხვილი კომპანიის Glock-ის დამფუძნებელი გასტონ გლოკი გარდაიცვალა.

"კომპანია შეინარჩუნებს იმ მიმართულებას და სტრატეგიას, რომელიც გასტონ გლოკის ცხოვრებაში შემუშავდა". – წერია კომპანიის განცხადებაში.

განათლებით ინჟინერმა გლოკმა იარაღის მწარმოებელი კომპანია 1963 წელს დააფუძნა. 1982 წელს გამოვიდა პირველი Glock-ის მოდელის ნახევრადავტომატური პისტოლეტი, რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა მსოფლიოს ძალოვან სტრუქტურებში. 

2021 წლის Forbes-ის მონაცემებით გასტო გლოკის ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები