2023 წელს გარდაცვლილები

ევროვიზიის კონკურსანტი, რუსი მოცეკვავე დმიტრი კრასილოვი გარდაიცვალა

დმიტრი კრასილოვი
Befunky

29 წლის ასაკში ევროვიზიის კონკურსანტი, მოცეკვავე და მსახიობი დმიტრი კრასილოვი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

კრასილოვს პოპულარობა ბენდ Little Big-ის სიმღერის, Uno-ს კლიპში შესრულებულმა ცეკვამ მოუტანა. მოცეკვავე ჯგუფთან ერთად ევროვიზიაზეცც უნდა გამოსულიყო, თუმცა 2020 წლის კონკურსი კორონავირუსის გამო გადაიდო.

Uno-ს შემდეგ კრასილოვი რამდენიმე კლიპში გადაიღეს, ასევე ხშირად იყო სატელევიზიო გადაცემების სტუმარი ან წამყვანი.

Little Big-მა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ანტისამთავრობო კლიპი გამოაქვეყნა და ქვეყანა დატოვა.

კომენტარები