დემოგრაფია

2022 წელს საქართველოში 6 799 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,გასული ორი წლის მსგავსად, 2022 წელსაც უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. საქსტატის თანახმად, გასულ წელს ახალშობილთა რაოდენობამ 42 319 შეადგინა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 49 118 იყო. 

2022 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 6 799 კაცით განისაზღვრა. 

2021 წელთან შედარებით, ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი 7.9%-ით არის შემცირებული (2021 წელს დაიბადა 45 946 ბავშვი). გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 18%-ით (2021 წელს გარდაიცვალა 59 906 ადამიანი. მაშინ სიკვდილიანობის ზრდის მთავარი მიზეზი კორონავირუსის პანდემია იყო).

კომენტარები