სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა პარლამენტს სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა

კადრი ვიდეოდან / France 24

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრის კანდიდატურა წარუდგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს კანდიდატები ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი არიან.

2023 წლის 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტოს ადებს, რადგან, მისი შეფასებით, "არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!"

ზურაბიშვილმა მაშინ თქვა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესში პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად მუშაობს. პროცესის პარალელურად, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები - ამატებს ერთ თანამდებობას, პირველი ვიცეპრეზიდენტის სახით, რომელიც გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მანამ, სანამ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავს სებ-ის ახალ ხელმძღვანელს.

პარლამენტმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტო, რომელიც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტს ეხებოდა, დაძლია

კომენტარები