ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში

კალაძე ჩარტერზე: ბიუჯეტიდან 1 თეთრი არ დახარჯულა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ

ქართული ოცნება

თბილისის მერი, კახი კალაძე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და "მიზანმიმართულ სიცრუის კამპანიას" უწოდებს. 

კალაძის თქმით, ბიუჯეტიდან 1 თეთრი არ დახარჯულა. 

"პირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პრემიერმინისტრმა პირადი ვიზიტით გამოიყენა სახელმწიფო თვითმფრინავი და ამაში დახარჯა ბიუჯეტის თანხები. შემდეგ გაერკვნენ იმაში, რომ ეს არ იყო ბიუჯეტის ხარჯი. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან 1 თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როცა ხდებოდა ასეთი ქმედებები პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში. ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით. ბიუჯეტიდან ხალხის ფულით შვილის სწავლას აფინანსებდნენ და ეს იფუთებოდა იმით, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყავდა". - თქვა კალაძემ. 

ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. Georgian Airways-ის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი კი, TV პირველთან ამბობს, რომ მისმა კომპანიამ პრემიერმინისტრი მიუნხენში წაიყვანა. სწორედ იქიდან გაფრინდა ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში.


საქართველოს მთავრობის სტრატკომი ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს "დეზინფორმაციულს" უწოდებს. სტრატკომის შეფასებით, "ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას".

ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. Georgian Airways-ის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი TV პირველთან ამბობს, რომ მისმა კომპანიამ პრემიერმინისტრი მიუნხენში წაიყვანა. 

მთავრობის სტრატკომი კვლავ ირწმუნება, რომ რეისი, რომლითაც პრემიერმინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და ამ "კერძო ვიზიტისას პრემიერმინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა".

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. 

კომენტარები