კანდიდატის სტატუსი

პაპუაშვილი იმპიჩმენტზე: კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულობას

არ მგონია, რადგან აქ საუბარია ნებისმიერი სახელმწიფოს უმარტივეს, საბაზისო პრინციპებზე. ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფო დგას საკუთარ კონსტიტუციაზე. ეს არის ძირითადი კანონი, რომელიც კრავს მთელ საზოგადოებას. შესაბამისად, აქ ჩვენ საკითხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, დაირღვა თუ არა განზრახ ჩვენი კონსტიტუცია. ეს არის მნიშვნელოვანი. წინასწარ განსაზღვრული იყო თუ არა ეს დარღვევა და ამაზე უნდა ჰქონდეს თუ არა რეაქცია სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს საკუთარ კონსტიტუციას, დემოკრატიას და ხალხის მმართველობას.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არათუ ხელს შეუშლის, არამედ პირიქით, ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის ევროპულობას, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს კონსტიტუციას. ეს არის სწორედ ევროპულობა და არა პირიქით, რომ კონსტიტუციის დარღვევას შეიძლება, რაიმე საერთო ჰქონდეს ევროპულ მისწრაფებასთან.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კითხვაზე, არის თუ არა შანსი, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებამ, დაიწყოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, იქონიოს ნეგატიური გავლენა ევროინტეგრაციის პროცესზე.

კომენტარები