კანდიდატის სტატუსი

ნაცვლიშვილი: ლელო ხვალ წარადგენს გეგმას, როგორ შევასრულებთ 9 რეკომენდაციას 1 წელში

ლელოს მზად აქვს გეგმა, როგორ შევასრულებთ ევრორეკომენდაციის ცხრავე პუნქტს უნაკლოდ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში. ამას გავასაჯაროებთ და წარმოგიდგენთ პარლამენტში [...] 

ქართულმა ოცნებამ 18 თვე დახარჯა არა ევროპული რეფორმების გატარებაში, არამედ ევროპის საწინააღმდეგო დეზინფორმაციულ კამპანიაში... ახლა არ არის ნახევარზომების, იმიტირებული პროცესებისა და კომისიების და იმის კომისიების დრო. ახლა არის სწრაფი, გადამწყვეტი ნაბიჯების დრო, რომ საქართველო სწრაფად წავიდეს წინ ევროპისკენ, გახდეს სრულუფლებიანი წევრი და აღარასდროს დაბრუნდეს რუსულ ორბიტაზე, რასაც ემსახურება ქართული ოცნება [...] ამ ისტორიულ შანსს სჭირდება სრული პასუხისმგებლობის გათავისება და რეალური ნაბიჯების გადადგმა, როგორც ეს არის მოცემული ლელოს გეგმაში - "ცხრა ნაბიჯი ევროპისკენ". ამ გეგმას ხვალ წარმოგიდგენთ.

თქვა პარტია ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა. დღეს ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა დაიწყო

კომენტარები