სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი: ჩემი რწმენით, საქართველო მიიღებს სტატუსს და შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას

ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე. რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება. 

ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ თქვენი ხალხის გამძლეობით უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას და სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან, დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს და გახდება ხვალინდელი უსაფრთხო და აყვავებული ევროპის საყრდენი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტზე დამსწრეებს მიმართა.  

კომენტარები