ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი ჯელაძეზე: კობახიძის, როგორც პოლიტიკოსის ნაბიჯი იყო ღირსეული

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი, შოვში გადარჩენილ დავით ჯელაძესთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

"თუ ვინმეს ამ პერიოდში რაიმე, გარკვეული, ასე ვთქვათ, წყენა, ან ასეთი სულიერი ტკივილი მიადგა, ამა თუ იმ უნებლიე განცხადების გამო, ხელისუფლების წარმომადგენელმა ამაზე თქვა, რომ ბოდიში, იმიტომ, რომ ხელისუფლება ამას აღიქვამს, როგორც თავისი ხალხის ტრაგედიას და არა სხვის ტრაგედიას, გამომდინარე აქედან, ირაკლი კობახიძის ნაბიჯიც, ეს იყო პირველ რიგში როგორც ერთი ადამიანის ღირსეული ნაბიჯი და როგორც პოლიტიკოსის ნაბიჯი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი". – თქვა ქადაგიშვილმა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, სტიქიის დროს გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქის, დავით ჯელაძის მიერ მიერ გავრცელებულ პოსტზე თქვა, რომ ფოტოს დეტალები გასარკვევი და გადასამოწმებელია. კობახიძის მტკიცებით, იმ ადგილას, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ასევე, კობახიძის თქმით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს 3 საათი ებრძოდა. კობახიძე ამბობს, რომ ეს წარმოუდგენელი ტყუილია.

აღნიშნული განცხადების შემდეგ კი კობახიძემ ბოდიში მოიხადა და თქვა "პირველ რიგში, სინანული მინდა გამოვხატო, იმასთან დაკავშირებით, რომ გული ვატკინე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა, საუბარი. მანაც განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი. მთავარია, რომ ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა. გადარჩა ის, მისი დისშვილი მისი ოჯახი და ამაში არის მისი დიდი დამსახურება და იმ გზის, რომელიც გამოიარა დისშვილთან ერთად".

კომენტარები