ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი: "ჰეითერების" მიზანია, ნებისმიერი სახალხო ზეიმი ნეგატივად აქციონ

ამ სურათმა ერთი რამე ნათელყო, რომ საზოგადოებას არავინ არ უწევს ანგარიშს. არის სიძულვილის მთესველთა ჯგუფი, რომელსაც დღეს ჰქვია "ჰეითერები", რომელთა მიზანია ნებისმიერი სახალხო ზეიმი ან ქვეყნის წარმატება გარკვეულ ნეგატივად აქციონ.

ეს ადამიანები ორგანიზებულად, ერთ პატარა ჯგუფად იდგნენ, აჟიოტაჟი ატეხეს, თუმცა, საზოგადოება ამას არ აჰყვა.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

გუშინ, 2 ივლისს ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონიაზე, თავისუფლების მოედანზე პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს საზოგადოება ღმუილით შეხვდა. კობახიძეს სწრაფად მოუწია მილოცვა და პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის სცენის დათმობა. პრემიერმა ზურაბიშვილი პრეზიდენტად არ მოიხსენია. ზურაბიშვილის გამოჩენას ხალხი ტაშით შეხვდა.

კომენტარები