სტიქია რაჭაში

"შოვში რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ" – თავდაცვის მინისტრი

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონიდან რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარია ამოყვანილი. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

"მინდა, დაღუპულების ოჯახებს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო. რაჭაში დიდი უბედურება ტრიალებს და ამით მთელი საზოგადოება შოკირებულია. აქ ყოფნა ძალიან ემოციურია. რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ". - თქვა მინისტრმა.

შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათგან, ამ დროისთვის, 12-ის იდენტიფიცრება მოხდა.

სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 18-მდე ადამიანს, – მათ, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, დაკარგულებს შორის 7 ან 8 ბავშვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილიდან ვერტმფრენით 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები