სტიქია რაჭაში

ბრიტანეთის საელჩო: თანავუგრძნობთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ახლობელს ეძებენ

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.   

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში დაღუპულთა გამო. თანავუგრძნობთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ვის ახლობლებსაც ეძებენ". - წერია განცხადებაში. 

ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 30-მდე პირს კი ეძებენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მაშველებთან ერთად იმყოფებოდა. 

სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები