შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ჯამში, ნაპოვნია 11 ცხედარი. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა.
აზარაშვილის სიტყვებით, ცხედრების ნაწილი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს, ნაწილი კი არ არის ამოცნობილი. ჯანდაცვის მინისტრი ვერ ადასტურებს, არიან თუ არა დაღუპულებში არასრულწლოვნები, თუმცა ამბობს, რომ დაკარგულებს შორის ბავშვები არიან.
"იმ 210 ადამიანიდან, რომელიც ვერტმფრენმა გამოიყვანა უსაფრთხო ადგილას, არცერთს ისეთი ტიპის დაზიანება არ ჰქონია, რომ კლინიკაში გადაყვანა დასჭირვებოდა". - თქვა მან.
აზარაშვილის სიტყვებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოტეჯებამდე ალტერნატიული გზა გაჰყავს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მაშველებთან ერთად იმყოფებოდა.
სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.
- რაჭაში სტიქიის ზონაში ჩარჩენილ მოქალაქეებს ეძებენ – ფოტოები ადგილიდან
- მოქალაქე: შოვში ცოლი და 3 შვილი მყავს ჩარჩენილი, აღარ გამოდიან კონტაქტზე, რამე ქენით
- მოქალაქე: შვილთან და სამ შვილიშვილთან კონტაქტი არ მაქვს, არ ვიცი, ცოცხლები არიან თუ არა
სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.