სტიქია რაჭაში

უკრაინის საელჩო შოვზე: მოძმე ქართველ ხალხს ვუსამძიმრებთ – გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამთ

უკრაინის საელჩო საქართველოში რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"უკრაინის საელჩო საქართველოში მოძმე ქართველს ხალხს უსამძირებს და რაჭის მთიან რეგიონში, კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვის გამო გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს. დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებთ. მწუხარებით თავს ვიხრით მათ წინაშე". - წერია უკრაინის საელჩოს მიერ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 30-მდე პირს კი ეძებენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მაშველებთან ერთად იმყოფებოდა. 

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.  

სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები