სტიქია რაჭაში

7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება

ზურა ცერცვაძე/ტაბულა

7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ მედიასთან საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.  

"ჩვენ გვქონდა მსჯელობა, რომ დღეს და შაბათ-კვირას აქტიურად გაგრძელდება მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს". - თქვა ღარიბაშვილმა. 

მისივე სიტყვებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთოს. 

ბოლო მონაცემებით, რაჭაში სტიქიის ზონაში 7 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.  

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.  

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები