ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი

რუსეთმა ICC-ს მოსამართლეზე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდენი გასცა, ძებნა გამოაცხადა

სააგენტო ТАСС-ის ცნობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე ტომოკო აკნე, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა უფლებების საკითხებში პუტინის წარმომადგენლის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა, რუსეთის შსს-მ ძებნილად გამოაცხადა.

რუსეთის შსს-ს ბაზის თანახმად, მოსამართლე ტომოკო აკანე "რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით" იძებნება, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომელი მუხლის დარღვევაში სდებენ მას ბრალს.

17 მარტს, უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა

11 მაისს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა თქვა, რომ კომიტეტი აპირებდა, ძებნა გამოეცხადებინა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, რომლებმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცეს

"საგამოძიებო კომიტეტი მალე წამოაყენებს საქმეს თავჯდომარისა და სამი მოსამართლის წინააღმდეგ, რომლებსაც ჰქონდათ გავლენა ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. ჩვენ მათ მალე ძებნაში გამოვაცხადებთ". – თქვა ბასტრიკინმა პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე. 

კომენტარები