ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი

რუსეთი ძებნას გამოაცხადებს მოსამართლეებზე, რომლებმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცეს

Getty Images

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აპირებს ძებნის გამოცხადებას ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, რომლებმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცეს. ამის შესახებ კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა ისაუბრა. 

"საგამოძიებო კომიტეტი მალე წამოაყენებს საქმეს თავჯდომარისა და სამი მოსამართლის წინააღმდეგ, რომლებსაც ჰქონდათ გავლენა ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. ჩვენ მათ მალე ძებნაში გამოვაცხადებთ". – თქვა ბასტრიკინმა პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე. 

17 მარტს, უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში".

მოსკოვმა განაცხადა, რომ ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს. 

კომენტარები