საქართველო-აშშ

ო'ბრაიენი: უნდა ვიცოდეთ, რა იტვირთება საქართველოდან რუსეთში დაბრუნებულ თვითმფრინავებში

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯეიმს ო'ბრაიენი ამბობს, რომ მათ სურთ დარწმუნდნენ, რომ ეცოდინებათ რა იტვირთება საქართველოდან რუსეთში დაბრუნებულ თვითმფრინავებში.

"არ ვიტყოდი, რომ ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ეს უდავოდ შესაძლებელია. ასე რომ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, როცა ისინი საქართველოდან რუსეთში დაბრუნდებიან" - თქვა ო'ბრაიენმა.

ეს იყო პასუხი სენატორ ჯინ შაჰინის კითხვაზე, რომელიც საქართველოზე და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საფრთხეებს ეხებოდა. 

"თბილისში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულ კოლეგებთან ერთად ვიყავი. ასე რომ, ერთიანი ფრონტი ვიმყოფებოდით. ვფიქრობ, იმედის მომცემი სიახლეები გვაქვს: საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ საბრძოლო ნივთების რუსეთში გადაზიდვა. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებებზე, იქნება ეს აეროდრომების თუ სახმელეთო საგზაო საზღვრებზე.

ეს უწყვეტი სამუშაოა და ამ კუთხით დიდძალ დახმარებას ვაწვდით. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით იმის შესახებ, თუ რას ხედავენ. ახლა კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა უფრო ნათლად დავინახოთ ის, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით". - ამბობს ო'ბრაიენი. 

ო'სალივანისა და ო'ბრაიენის თბილისს გასულ თვეს ეწვივნენ. 

მანამდე, ო'ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთი გარკვეული სანქციებისთვის თავის არიდებას სხვა სახელმწიფოების გავლით ცდილობს, რაც ხელს უშლის შეზღუდვების მიზნების შესრულებას. 

კომენტარები