გირჩი-მეტი თავისუფლება

გირჩი-მეტი თავისუფლება: ბანაკში მოცვივდნენ ორკები – დაახლოებით 60 ადამიანი

გირჩი-მეტი თავისუფლების განცხადებით, ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკს დაახლოებით 60 ორკი დაესხა თავს.

მათივე თქმით, პოლიცია გამოძახებულია, თუმცა ჯერ არ მისულა.

"ხალხო, წარმოუდგენელი ამბავი ხდება ჩვენს თავს დილიდამ

ბორჯომის სასტუმროში, სადაც ჩვენი ბანაკი მიმდინარეობს, 60-მდე ადამიანი მივარდა და გაურკვეველ რაღაცებს ჰყვირიან." - წერს პრესსამსახურის უფროსი, ანა ყურაშილი.

გირჩი-მეტი თავისუფლება ფიქრობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის მიერ ბანაკზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და TV იმედის პროპაგანდასთან არის დაკავშირებული.

"ამ ბანაკების საშუალებით, ვესაუბრებით ახალგაზრდებს და უკვე მიზანმიმართულად, საკმაოდ დიდი ხანია, იმედი და მთელი ქართული ოცნების მედია პროპაგანდა ცდილობს დისკრედიტაციას, ერთი მხრივ, ამ ბანაკების, ლიბერალური აკადემიის, რადგან მათ სურთ, დააშინონ ამ ბავშვების მშობლები, ეს ბავშვები, რათა აღარ ჰქონდეს აღარავის სურვილი, რომ წამოგვყვეს და ჩვენი იდეების შესახებ მათ მოისმინონ. ეს უფრო განავითარეს მათი ამ დისკრედიტაციული კამპანიის ხასიათი და უკვე ფიზიკურად შეგვიქმნეს საფრთხე" - ამბობს პარტიის წევრი, ბადრი გრიგალაშვილი TV ფორმულასთან საუბრისას.


მანამდე, მაისში, სამთავრობო ტელევიზიამ, TV იმედმა გირჩი-მეტი თავისუფლების ბანაკთან დაკავშირებით მოამზადა დეზინფორმაციული სიუჟეტი - "როგორ ამზადებენ ახალგაზრდებს ქართული გაზაფხულისა და ქართული მაიდნისთვის". მათი თქმით, ბანაკში ახალგაზრდებს იარაღის გამოყენებას ასწავლიდნენ.

ამის შესახებ ქართული ოცნების პროპაგანდაც ალაპარაკდა. ირაკლი კობახიძის თქმით, უცხოური ფულით დაფინანსებული ტრენინგები იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემაშფოთებელია.

"ზოგადად რა ესაქმება პოლიტიკური პარტიის ტრენინგებთან იარაღის გამოყენებას, ეს აბსოლუტურად გაუგებარია და მეორე, როცა ამას უკავშირდება უცხოური დაფინანსება, ეს კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია. ამიტომ ალბათ ჩაღრმავება სჭირდება ამ საკითხს" - თქვა კობახიძემ.

პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იმედის პროპაგანდისტული სიუჟეტის მასალის ნაწილს საერთოდ არ აქვს არანაირი კავშირი ბანაკთან.

"იმედის სიუჟეტი არ არის საგამოძიებო რეპორტაჟი, ჩვეულებრივი პროპაგანდის ნაწილია. ბევრი აქვთ ნამუშევარი, მასალები თვეების განმავლობაშია შეგროვებული. მასალის ნაწილს კავშირი საერთოდ არ აქვს ბანაკთან.

რატო ჩვენ? ალბათ იმიტომ, რომ ვახერხებთ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას, მოდიან ახალგაზრდები, ინტერესდებიან და გვაქვს საშუალება ველაპარაკოთ. ბევრ პარტიას ამის შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ ამოგვიღეს ჩვენ მიზანში" - თქვა ჯაფარიძემ.


დღეს, 17 ივნისს, გირჩი - მეტი თავისუფლებას პრესსამსახურის ინფორმაციიათ, გორში პარტიის ლოდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.

როგორც ანა ყურაშვილი წერს, მას დაზიანება თვალის არეში აქვს. 

“ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში”. - წერს ყურაშვილი. 

კომენტარები