სალომე ზურაბიშვილი

წულუკიანი ზურაბიშვილზე: უკვე ძალიან დიდი ხანია, ეს ქალბატონი გაღმაა გასული

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია, გაღმაა გასული. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, წულუკიანმა ასე უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევო- ასათიანის შესახებ დასმულ კითხვას, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა და პარტიის საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

"აღნიშნული იმის მანიშნებელია, რომ ეს ქალბატონი უკვე ძალიან დიდი ხანია, გაღმაა გასული". - თქვა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

პიერ-ალექსანდრე კრევო-ასათიანმა TV პირველის ეთერში თქვა, რომ მას ჰგონია, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. კრევოს თქმით, ის ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი ნელ-ნელა ხედავს, რომ სააკაშვილის შეწყალების საჭიროება დადგება.

პიერ-ალექსანდრე კრევო-ასათიანის ამ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უპასუხა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ალექსანდრე კრევოს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე ჭორები გაავრცელოს. 

კომენტარები