14 ივლისს ინდოეთმა პირველი მთვარის მისია - კოსმოსური ხომალდი Chandrayaan-3 გაუშვა. მისიის მიზანია პირველად დაეშვას მთვარის სამხრეთ პოლუსზე, რომელიც ჯერჯერობით შეუსწავლელია.
ხომალდი Chandrayaan-3 ინდოეთის მესამე პროგრამაა მთვარის შესწავლის მიმართულებით. სავარაუდოდ, კოსმოსური ხომალდი მთვარეს 23-24 აგვისტოს მიაღწევს.
მისიის წარმატების შემთხვევაში ინდოეთი იქნება მეოთხე ქვეყანა, რომლის კოსმოსური ხომალდიც მთვარეზე დაჯდება.
ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ თქვა, რომ Chandrayaan-3-მა დაწერა ახალი თავი ინდოეთის კოსმოსურ ოდისეაში.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



