ნიდერლანდები

ნიდერლანდები საკლასო ოთახებში ტელეფონის გამოყენებას აკრძალავს

ნიდერლანდების მთავრობის ინფორმაციით, ტელეფონი და სხვა მსგავსი მოწყობილობები საკლასო ოთახებში აიკრძალება. ინიციატივა ძალაში, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან შევა.

მთავრობის ინფორმაციით, კანონში გათვალისწინებული იქნება გამონაკლისი შემთხვევებიც, მათ შორის სამედიცინო საჭიროებების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის და ციფრულ უნარებზე ორიენტირებული კლასებისთვის.

"მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონები ჩვენს ცხოვრებასთან მჭიდრო კავშირშია, მათი ადგილი საკლასო ოთახში არ არის. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ კლასში კონცენტრირება და უნდა მიეცეთ ყველა შესაძლებლობა, რომ კარგად ისწავლონ. ჩვენ სამეცნიერო კვლევებიდან ვიცით, რომ მობილური ტელეფონები ამას ხელს უშლის."- თქვა განათლების მინისტრმა, რობერტ დიკგრააფმა.

სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვების ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა დაკავშირებულია სწავლის გაუმჯობესებულ უნარებსა და კონცენტრაციასთან.

მთავრობის თქმით, სკოლებს ინდივიდუალურად შესაძლებლობა ექნებათ, რომ მოსწავეელბთან, მასწავლებლებსა და მშობლებთან შეათანხმონ დეტალური წესები და ისიც, ბოლომდე აიკრძალება თუ არა მათ სკოლაში ტელეფონების გამოყენება.

სხვა ქვეყნებში მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში სასკოლო ოთახებში ტელეფონის გამოყენების აკრძალვა ასევე განიხილება.

კომენტარები