ენდრიუ ტეიტი

ენდრიუ ტეიტს გაუპატიურებისა და ტრეფიკინგის საქმეებზე ბრალი წარუდგინეს

ენდრიუ და ტრისტან ტეიტები
EPA

ენდრიუ ტეიტს რუმინეთში გაუპატიურების, ტრეფიკინგისა და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის საქმეებზე ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

მის ძმა ტრისტანსა და კიდევ ორ მოკავშირეს იგივე ბრალი წარედგინათ.

ბუქარესტის სასამართლოში გაგზავნილ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ოთხმა ბრალდებულმა ტრეფიკინგის მიზნით რუმინეთში 2021 წელს შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ოპერირებდა.

პროცესის დაწყებამდე რუმინელ მოსამართლეს საქმის მასალების გამოკვლევისთვის 60 დღე აქვს. მოსალოდნელია, რომ ტეიტის სასამართლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ენდრიუ ტეიტის წარმომადგენლის თქმით, სასამართლო პროცესი ძმების უდანაშაულობის დამტკიცებისთვის კარგი შესაძლებლობაა.

ძმები ტეიტები პირველად ბუქარესტში, საკუთარ სახლში დააკავეს. მარტში მოსამართლის გადაწყვეტილებით ისინი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

კომენტარები