ცნობილი ინფლუენსერი, ენდრიუ ტეიტი და მისი ძმა, ტრისტან ტეიტი რუმინეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში 24 საათით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ტეიტების წინააღმდეგ მიმდინარეობს გაუპატიურებისა და ადამიანთა ტრეფიკინგის საქმე, თუმცა, პროკურატურის თქმით, შესაძლოა აღნიშნულ ბრალდებებს არასრულწლოვნების ტრეფიკინგი და მათთან სექსუალური კავშირის დამყარების, ფულის გათეთრებისა და მოწმეებზე გავლენის მოხდენის ბრალდებებიც დაემატოს.
ორივე ძმა უარყოფს მათ წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას.
რუმინეთის პოლიციის ინფორმაციით, ძმები უკვე დაკითხეს და მათი ოთხი სახლი გაჩხრიკეს.
მათი ადვოკატის თქმით, ძმები წინასწარი დაკავების იზოლატორში იქნებიან მანამ, სანამ პროკურორი მოითხოვს მათ გათავისუფლებას, შიდაპატიმრობაში გადაიყვანას, ან პატიმრობაში დატოვებას.
ენდრიუ და ტრისტან ტეიტი პირველად 12 მარტს დააკავეს. ტეიტების წარმომადგენლების ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა ბრალდებებს, მათ შორის, 2012-15 წლებში ჩადენილი "სექსუალურ აგრესიას".
პოლიციის განცხადებაში აღნიშნულ იყო, რომ სავარაუდო დანაშაულებს შორის არის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ადამიანების ექსპლუატაცია.
ძმებს ბრალი ოფიციალურად 2023 წელს წარუდგინეს გაუპატიურების, ტრეფიკინგისა და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის საქმეებზე. მათთან ერთად იგივე ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინათ.
ბუქარესტის სასამართლოში გაგზავნილ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ოთხმა ბრალდებულმა ტრეფიკინგის მიზნით რუმინეთში 2021 წელს შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ოპერირებდა.





