ჰაიტი

ჰაიტიზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

ჰაიტიზე კოკისპირული წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, 8 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ჰაიტის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ცნობით, სტიქიის შედეგად ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათასი საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, 7 400-ზე მეტი ოჯახი კი დაზარალდა. ამავდროულად, განხორციელდა 13 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

ჰაიტის პრემიერმინისტრის, არიელ ანრის თქმით, ქვეყნის მთავრობა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს.

კომენტარები