2023 წელს გარდაცვლილები

59 წლის ასაკში THE SMITHS-ის ბასისტი ენდი რურკი გარდაიცვალა

BBC

59 წლის ასაკში ინგლისელი მუსიკოსი, როკ ბენდ The Smiths-ის ყოფილი ბასისტი ენდი რურკი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი პანკრეასის კიბო გახდა.

ინფორმაცია ბენდის გიტარისტმა, ჯონი მარმა დაადასტურა:

"ენდი საკუთარი ნაცნობების მოგონებებში დარჩება როგორც კეთილი და მშვენიერი ადამიანი. მუსიკის მოყვარულები მას დაიმახსოვრებენ, როგორც ნიჭიერ მუსიკოსს. ამ რთულ დროს მედიას ვთხოვთ დაიცვან ოჯახისა და ახლობლების პირადი სივრცე". 

რურკი The Smiths-ის ოთხივე ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდა. 1987 წელს ბენდი დაიშალა, რურკი მოგვიანებით თანაბენდელ მაიკ ჯოისთან ერთად შინეიდ ო'კონორთან თანამშრომლობდა. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა როკ სცენის ისეთ დიდ წარმომადგენლებთან, როგორებიც არიან the Pretenders, Killing Joke, Badly Drawn Boy. 2009 წელს ბენდ The Cranberries-ის სოლისტთან, დოლორეს ო'რაიორდანთან ერთად ჩამოაყალიბა ბენდი D.A.R.K.

კომენტარები