რუსეთ-საქართველო

ჩერგოლეიშვილი: ეს არის ვასალი რეჟიმი, რომელიც ცალმხრივი ბილეთით უნდა წავიდეს მოსკოვში

ჩვენი მიზანია, რომ რუსეთის ვასალ რეჟიმს ჩვენი გზავნილი გავაგებინოთ. ჩვენი გზავნილია - ძალიან გვიხარია, რომ უფრო სწრაფად ჩავლენ მოსკოვში. ანუ ჩვენ არ ვართ წინააღმდეგები, ვისაც რუსეთი უნდა, ის უფრო მოკლე გზით ჩავიდეს რუსეთში, ჩვენ გვაქვს პრობლემა ამ მთავრობასთან, ამ რეჟიმთან, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ რეჟიმის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯია, თითქოს რუსეთს ჩვენთან მშვიდობა უნდა და "აი, სტატუსი ვერ მოგვიტანა ბიძინამ, მაგრამ სამაგიეროდ, რუსეთთან მშვიდობა უზრუნველყო".

ეს ყველაფერი უნდათ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დასაშანტაჟებლად, რაც მათ ტროლშეტევებსა და განცხადებებშიც ძალიან კარგად ჩანს. "მაშინ ამერიკამ მოგვცეს უვიზო" -  ეს სურთ, გამოიყენონ საპირწონედ, რომ ჩაუვარდებათ საქართველოს ეროვნული, ისტორიული მისისკენ სვლა და სტატუსს ვერ მიიღებენ, ამ ზიანის კონტროლი უნდათ, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს რეჟიმი მოკლე გზით, ცალმხრივი ბილეთით უნდა წავიდეს მოსკოვში.

ჩვენ არ გვაქვს პრობლემა მგზავრებთან, რა მნიშვნელობა აქვს, ერევნის გავლით ჩამოვლენ თუ პირდაპირ საქართველოში, ამიტომ, არ გავრბივართ აეროპორტში, ჩვენ მოვდივართ საქართველოს მთავრობასთან, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ ეს არის ვასალი რეჟიმი, რომელიც ცალმხრივი ბილეთით უნდა წავიდეს მოსკოვში.

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება გააპროტესტეს და ქაღალდის თვითმფრინავები გაუშვეს. აქციის ორგანიზატორი ევროპული საქართველოა.

კომენტარები