რუსეთ-საქართველო

კადიროვის თქმით, საქართველოს მთავრობას არ სურს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის აშენება

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი
Grozny.tv

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა იტუმ-კალის და შატილის დამაკავშირებელი გზის აშენების საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართულ მხარეს არ სურს საქართველოს დ ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზა არსებობდეს.

"სინამდვილეში, საქართველო ჩვენთვის არაკეთილგანწყობილი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დოკუმენტებს ხელი მოვაწერეთ და გავაკეთეთ ყველაფერი. სამწუხაროდ, ჩვენ მეზობლებს მაინც არ უნდათ, რომ გზამ საქართველოზე გაიაროს. – თქვა კადიროვმა. 

ჩეჩნეთს არაერთხელ გამოუთქვამს მზაობა აღნიშნული გზის აშენების თაობაზე. პირველად, მშენებლობა 1997 წელს დაიწყო, თუმცა ორ წელში შეჩერდა საქართველოს მთავრობის პოზიციის გამო. 

კომენტარები