პორტუგალია

პორტუგალიის პარლამენტმა ევთანაზიის კანონი დაამტკიცა

Deutsche Welle

პორტუგალიის პარლამენტმა ევთანაზიის კანონი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს

კანონპროექტი, რომელიც პირველად სამი წლის წინ წარუდგინეს პორტუგალიის პარლამენტს, 12 მაისს მეხუთე მცდელობით დამტკიცდა. იგი 129 ხმით 81-ის წინააღმდეგ მიიღეს. 

კანონის თანახმად, 18 წელზე უფროსი ასაკის განუკურნებელი დაავადების მქონე პირებს, რომლებიც ფიზიკური ტკივილებით იტანჯებიან, შეეძლებათ, სამედიცინო დახმარებით საკუთარი ნებით დაასრულონ სიცოცხლე. 

გარდა ამისა, მხოლოდ პორტუგალიის მოქალაქეები და კანონიერი რეზიდენტები ექვემდებარებიან აღნიშნული კანონით სარგებლობის უფლებას. შესაბამისად, კანონი არ ვრცელდება პორტუგალიაში ევთანაზიის მიზნით ჩასულ უცხოელებზე. 

კომენტარები