ქართული ოცნება

როთი PES-ის დატოვებაზე: აღმაშფოთებელია, ქართული ოცნება არ არის ევროპული ოცნება

Tanjug

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი ქართული ოცნების მიერ ევროპის სოციალისტური პარტიების გაერთიანების დატოვებას ეხმაურება.

"აღმაშფოთებელია! PES-ის "იდეოლოგიური ტრანსფორმაცია" არ არსებობს! სოციალ-დემოკრატია ყოველთვის და ყველგან არის თავისუფლების, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის ერთგული. სამწუხაროდ, ქართული ოცნება არ არის ევროპული ოცნება". – წერს როთი.

11 მაისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუს ტოვებენ.

ევროპელი სოციალისტების გაერთიანებამ (PES) ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის გამო გააკრიტიკა. პარტიის ვიცეპრეზიდენტის, კატი პირის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრის ქმედება მიუღებელია და მას გაერთიანების პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა აქცევს.

კომენტარები