იტალია

მილანის ქუჩაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

იტალიის ქალაქ მილანში ჟანგბადის ბალონებით დატვირთული ფურგონი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ცეცხლი ახლოს მდებარე ავტომანქანებსაც გაუჩნდა და ერთი ადამიანი დაშავდა. ქალაქის მერის, ჯუზეპე სალას მტკიცებით, ინციდენტმა უმსხვერპლოდ ჩაიარა. 

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მანქანის ძრავაში ცეცხლის გაჩენამ გამოიწვია. 

"მან [მძღოლმა] სწრაფად მოიმარჯვა ჟანგბადის ბალონი, რომელიც გადაჰქონდა... ზიანის შემცირება სცადა, მაგრამ ამას აფეთქება მოჰყვა". - აღნიშნა შემთხვევასთან დაკავშირებით ჯუზეპე სალამ. მისივე თქმით, თავად მძღოლს მხოლოდ მცირედი დაზიანებები აღენიშნება. 

მეხანძრეებმა სწრაფად შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა და მახლობლად მდებარე საბავშვო სკოლიდან მოსწავლეთა ევაკუაცია მოახდინეს. 

კომენტარები