3 ნოემბერს იტალიაში, რომის ცენტრალურ ნაწილში, შუა საუკუნეების დროინდელი კოშკი ნაწილობრივ ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი მუშა ნანგრევებში მოყვა, დანარჩენი სამი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
AFP-ს სახანძრო დეპარტამენტის სპიკერმა განუცხადა, რომ სასწრაფოში გადაყვანილი მუშებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
სახანძრო დეპარტამენტის სპიკერის, ლუკა კარის თქმით, ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჯერ კიდევ ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი კაცის გადარჩენას.
სამართალდამცავი ორგანოს მაღალჩინოსნის მიხედვით, ნანგრევების ქვეშ მყოფი მუშა "სიცოცხლის ნიშნებს" აჩვენებს და მას დამცავი საშუალებები უკვე მიაწოდეს, თუმცა, ლუკა კარის მიხედვით, "ვითარება რთულია, რადგან არსებობს დამატებითი ჩამონგრევის რისკი."
გავრცელებული ინფორმაციით, მე-13 საუკუნის კონტის კოშკი (Torre dei Conti) რემონტს გადიოდა, როდესაც 3 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე, ნაწილობრივ ჩამოიშალა.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ინციდენტის ამსახველი ვიდეოც:





