საოკუპაციო ზოლი

სუს: სოფელ დვანთან ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

www.tzona.org

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს". - წერია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი.

კომენტარები