საოკუპაციო ზოლი

საოკუპაციო ზოლის გადაკვეთის გამო ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

radiotavisupleba.ge

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბაანთან, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე საოკუპაციო ზოლის გადაკვეთის გამო დააკავეს. ამის შესახენ ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. სუს-ის ინფორმაციით, მოქალქეეები , ე.წ საზღვრის გადაკვეთის გამო დააკავეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ადამიანების გასათავისუფლებლად მუშაობს.  ე.წ მესაზღვრეებმა ისინი მაშინ დააკავეს როცა საქონელს მწყემსავდნენ.

ჯერჯერობით უცნობია დაკავებულების ადგილსამყოფელი, მათ ოჯახებს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია.

კომენტარები