საოკუპაციო ზოლი

რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონში კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონში კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 62 წლის მამაკაცი ქარელის რაიონ სოფელ ავლევიდან მაშინ წაიყვანეს, როცა ის საქონელს მწყემსავდა. სუს-ის ინფორმაციით, ის ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს. როგორც ცნობილია ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია, ის სავარაუდოდ ცხინვალის ციხეშია გადაყვანილი.  

ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა. რუსმა ოკუპანტებმა იგივე ბრალდებით კიდევ ორი ადამიანი დააკავეს, ჯერეჯერობით მათი ადგილსამყოფელიც უცნობია. სუს-ის ინფორმაციით, ე.წ მესაზღვრეებმა ისინიც ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს. 

კომენტარები