საოკუპაციო ზოლი

სუს: სოფელ დვანთან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზთან

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს." - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ორგანოს განცხადებით მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი.

კომენტარები