სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ევროპარლამენტს ბრიუსელში მიმართავს. 

"აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო". - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

მანამდე, 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგში ზურაბიშვილის ვიზიტი გადაიდო. პრეზიდენტს 18 აპრილს ევროპარლამენტისთვის უნდა მიემართა.

მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა და ვიზიტის გაუქმების მიზეზად მთავრობის მიერ თანხმობის გაცემის ხელოვნურად გაჭიანურება დაასახელა. მთავრობამ უარყო თანხმობის გაცემის ხელოვნურად გაჭიანურება. 

    კომენტარები