სალომე ზურაბიშვილი

ვიზიტი მთავრობის მხრიდან თანხმობის ხელოვნურად გაჭიანურების გამო გადაიდო – ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტის გაუქმების მიზეზად მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღების ხელოვნურად გაჭიანურებას ასახელებს. 

"საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.

ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

დღეს, 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგში ზურაბიშვილის ვიზიტი გადაიდო. პრეზიდენტს 18 აპრილს ევროპარლამენტისთვის უნდა მიემართა.  

კომენტარები