სალომე ზურაბიშვილი

"ითქვა, რომ ქართულმა მხარემ გააუქმა" – სტრასბურგში ზურაბიშვილის ვიზიტი გადაიდო

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბურგში გადაიდო. ზურაბიშვილის 18 აპრილს ევროპარლამენტისთვის უნდა მიემართა. 

ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თუმცა მიზეზებს არ ასახელებს. 

"18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო". - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიზიტი საქართველოს მხარემ გააუქმა. 

"საბოლოოდ, მომავალ კვირას სტრასბურგში ევროპარლამენტს საქართველოს პრეზიდენტი აღარ მიმართავს. ითქვა, რომ [ვიზიტი] ქართულმა მხარემ გააუქმა". - დაწერა მან. 

კომენტარები