ბლექ სი არენას მენეჯმენტმა ძალიან კარგად იმუშავა. მათ კონკრეტული გეგმა წარმოადგინა და წელს, რომ იტყვიან, ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების და მათი კონცერტები გაიმართება.
საუბარი იყო იმაზე, თითქოს 70 მლნ ლარი იხარჯება ამ კონცერტებში. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ აქედან ჩვენ როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ შემოსვლებს ველოდებით. შეიძლება მინიმუმ 100 მლნ ლარზე იყოს საუბარი, მინიმუმ. ამას ემატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ზოგადად პრესტიჟი და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას გავაგრძელებთ. სხვა სიახლეებიც ექნებათ ახალგაზრდებს, მსმენელებს და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული სეზონი.





