ევროპული საქართველო

ბოკერია კეზერაშვილზე: სერიოზული ბრალდებებია, სერიოზული მედიის მხრიდან

ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული ბრალდებებია სერიოზული რეპუტაციის მქონე მედიისგან.

იმ სამყაროში, სადაც ეს ხდება - გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი, ევროპა, ზოგადად ივანიშვილის რეჟიმისგან განსხვავებით არსებობს კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო. ამიტომ, როგორც ბრალმდებელს შეუძლია, რომ ეს დამოუკიდებელ სასამართლოში "შეამოწმოს", ისე ნებისმიერ ადამიანს, ვინც თვლის, რომ ცილი დასწამეს, შეუძლია, რომ ეს საკითხი სასამართლოში წაიღოს და გაარკვიოს ეს ამბავი, ჩვენ ყველანი ვიხილავთ ამ ამბის გაგრძელებას, ალბათ.

ჩემი პერსონალურად და ევროპული საქართველოს კონფლიქტი, დაპირისპირება ბატონ კეზერაშვილთან, ამ სერიოზული ამბის მიუხედავადაც კი არსებობს. ჩვენ, მე ვთვლი, რომ ნებისმიერი მედია-დონორის ან ზოგადად დონორის დიდი გავლენა და ამ ფორმის გავლენა ამ მეთოდებით - კარნახით და რჩევებით - პოლიტიკურ პროცესზე ან პოლიტიკურ სისტემაზე, არის საფრთხე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და არის პრობლემა ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებაშიც.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ე.წ ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის გამოძიებაზე, რომელშიც დავით კეზერაშვილიც ფიგურირებს.

კომენტარები