შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება

ვასკოვი: შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება კრიტიკულ მდგომარეობაშია

11 აპრილს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, იური ვასკოვმა Guardians-ს უთხრა, რომ გაეროს შუამავლობით დადებული შეთანხმება, რომელიც უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევს, რუსეთის ქმედებების გამო კრიტიკულ მდგომარეობაშია.

როგორც კიევისა და მოსკოვის მიერ 2022 წლის ივლისში ხელმოწერილ შეთანხმებაში წერია რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლები უკრაინის პორტებისკენ და პორტებიდან მომავალ გემებს ამოწმებენ. ერთობლივი კომისია თანხმდება თუ რომელ გემებს შეამოწმებენ, თუმცა მიმდინარე კვირაში რუსულმა მხარემ დაბლოკა ის გემები, რომლებიც უკრაინულმა მხარემ გაუშვა.

"რუსებმა გადახაზეს სახელები და წარადგინეს სხვა გემები ამჟამინდელი რიგიდან. შედეგად, არცერთ გემს არ მიეცა მოგზაურობის გაგრძელების უფლება, რაც მოსკოვის მიერ დე ფაქტო ბლოკადას წარმოადგენს.

დღეს ჩვენ გვაქვს კრიტიკული მდგომარეობა. რუსებმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის პირობები დაარღვიეს. მათ გადაწყვიტეს ცალმხრივად შეცვალონ უკრაინის პორტების გეგმები. ეს მიუღებელია.” - ამბობს ინფრასტურქტურის მინისტრის მოადგილე.

ვასკოვის თქმით, თუ დაპირისპირება გაგრძელდება, გლობალური საკვები პროდუქტების ფასები სავარაუდოდ 15%-ით გაიზრდება. მისივე თქმით, უკრაინელი ფერმერები იძულებულნი იქნებიან კვლავ მოაგროვონ მარცვლეული, როგორც გასულ ზაფხულს და სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის.

"თუ მათ არ სურთ, გულწრფელად შეასრულონ ის პირობები, რაც ბატონმა გუტერეშმა [გაეროს გენერალურმა მდივანმა] წარადგინა, კარგი, გააგრძელონ უკრაინიდან შესაბამისი პროდუქტის სახმელეთო, რკინიგზისა და სამდინარო გზებით მიღება. თუ საჭირო გახდა, ჩვენ შეთანხმების მიღმაც ვიმუშავებთ. ამის შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს თურქეთთან და კატართან - პრეზიდენტებმა შესაძლო გეგმები უკვე განიხილეს". - აღნიშნა ლავროვმა. 

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრება.

კომენტარები