შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება

ფონ დერ ლაიენი: მკაცრად ვგმობ ცინიკურ ნაბიჯს მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ

მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ, მიუხედავად გაეროს და თურქეთის ძალისხმევისა. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოში დაუცველი ადამიანებისთვის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირი აგროპროდუქტების გამოტანას უკრაინიდან და მსოფლიო ბაზრებისთვის მიწოდებას გააგრძელებს

წერს ევროკომისიის თავმჯდომარე, ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე. 

17 ივლისს რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

კომენტარები