შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება

კულება: რუსეთი საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას

პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით, ნიუ იორკში გაეროს პარტნიორებთან გადაუდებელ კონსულტაციებს ვატარებ რუსეთის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შემდეგ, ჩვენს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. რუსეთი საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გადასარჩენად

წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე.

17 ივლისს რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

კომენტარები